ჩიკაგოში მომხდარ სროლას 4 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

აშშ-ში, ჩიკაგოში მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. ამის შესახებ საქალაქო პოლიცია იუწყება.

გარდაცვლილებს შორის არის 14 წლის მოზარდი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს ხალხში, შემდეგ კი მიიმალნენ.

ორი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ორი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

დამნაშავეების დაკავება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია მომხდარის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად