ჩიჩუა: ვერ გავბედე, თქვენთვის პირველს მომემართა, რადგან იმ სისხლიან ღამეს ვერ დაგიცავით

საქართველოს ყოფილი ლედი მაკა ჩიჩუა პარლამენტთან მიმდებარე აქციას შეუერთდა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

“რამდენი ხანია აქ ვარ და ვფიქრობდი, რომ პირველი ვიქნებოდი, რადგან ადრე მოვედი ძალიან. მინდოდა პირველს მომემართა თქვენთვის, მაგრამ ვერ გავბედე. ვერ გავბედე იმიტომ, რომ ახალგაზრდები ვერ დავიცავი ვერანაირად იმ სისხლიან ღამეს. რასაც მე ტელევიზორში ვუყურებდი, მინდოდა ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა.

ძალიან ვღელავ და ძალიან მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ არ მაშინებდა და არ მრცხვენოდა ხალხის წინ ასეთი საქმიანი საუბარი და მოწოდება, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაცა რეალობასთან მაქვს შეხება. მე გელაპარაკებით თქვენ როგორც ერთ-ერთი მშობელი, როგორც იმ გოგოს დედა, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ როგორც ერთ-ერთი მოქალაქე”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...