ჩიჩუა: მინდა, რუსეთთან გვქონდეს დალაგებული ურთიერთობა, მაგრამ არ ლაგდება, მწვავდება

“მართლა მინდა, რომ გვქონდეს რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა, მაგრამ არ ლაგდება. რასაც ვუყურებ, უფრო მწვავდება, როცა ლაპარაკი მიდის იმაზე, რატომ იტაცებთ ხალხს ჩვენი ტერიტორიიდან, იქ რაღაც გაუგებარი პასუხებია და არაერთი ადამიანი ცუდად დაგვიბრუნეს…გვამები მივიღეთ და იქიდან პასუხები ცოტა ცინიკური იყო. ამ ფონზე, როდესაც ადამიანი ჩამოდის რუსეთიდან საქმიანად…” ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას განაცხადა, სადაც მან 20 ივნისს მოვლენებისა და შემდგომში განვითარებული პროცესის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ვრცლად ისაუბრა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ რაღაც სიმპოზიუმი იყო და მოიწვიეს კომუნისტი დეპუტატი, რისი “გატარებაც” შეიძლებოდა, თუმცა, გასაოცარია, რომ ხელისუფლება ისევე აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და ჩვენ არ შეგვიძლია 20% ტერიტორიაზე თავისუფლად ვიმოძრაოთ და ამაზე ყველა თანხმდება.

“არ მახსენდება ვინმეს ეთქვას, რომ არ ვართ ოკუპირებული და ყველაფერი კარგად არის, ის 20% ჩვენია და შეგვიძლია თავისუფლად ვიმოძრაოთ, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ კომუნისტი დეპუტატი რუსეთიდან…გავიგე, რომ მოიწვიე რაღაც სიმპოზიუმი იყო… მართლა, მინდა რომ გვქონდეს რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა, მაგრამ არ ლაგდება, რასაც ვუყურებ, უფრო მწვავდება, როცა ლაპარაკი მიდის იმაზე, რატომ იტაცებთ ხალხს ჩვენი ტერიტორიიდან, იქ რაღაც გაუგებარი პასუხებია და არაერთი ადამიანი ცუდად დაგვიბრუნეს… გვამები მივიღეთ და იქიდან პასუხები ცოტა ცინიკური იყო.

ამ ფონზე, როდესაც ადამიანი ჩამოდის რუსეთიდან საქმიანად… არ ვარ პოლიტიკოსი და ვერ აღვწერ როგორ შეიძლება თავისუფლად გაატარო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის, რომ კარგად ნაქეიფარი და კარგ ხასიათზე მყოფი აღმოჩნდა ამ სკამში კომფორტულად, არ შეიძლება პატრიოტმა ადამიანმა, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, ედარდება დაკარგული ტერიტორიები და არა მხოლოდ ტერიტორიები.  ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ ამ ომში. დაწყებული ბავშვებით, დასრულებული მოხუცებით. მხოლოდ მეომრებით, კი არა ვინც ომში მიდიოდნენ, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობა მოჰყვა გაუგებრობაში, ისინი დაიბომბნენ და დაკარგეს ყველაფერი, ამ ფონზე ვხედავთ ასეთ რამეს, გამიჩნდა პროტესტი” -განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მისივე შეფასებით, ახალგაზრდა თაობა ძალიან ლეგიტიმურად მივიდა და გააპროტესტა.

“რა მოჰყვა ამას? ვუყურებდი ტელევიზიით, პატარები მყავს და ვცხოვრობ ტყეში. არ შემიძლია გავიქცე და დავდგე იქ, სადაც ადრე, წინა ხელისუფლების წლებში ყველაფერს ვაპროტესტებდი… მე დავინახე, რომ ყველაფერი მიდის მისკენ, რომ ხალხი უკვე აღარ აინტერესებს ხელისუფალს, რომელიც აირჩია ხალხმა”-თქვა მაკა ჩიჩუამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...