ჩიჩუა: გახარიამ პასუხისმგებელი ვარო, მაგრამ რაში გამოიხატება პასუხისმგებლობა ძალიან მაინტერესებს

მის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ეს აქცია თითქმის დაშლისკენ მიდიოდა. ყოველ შემთვევაში მე რასაც ვადევნებდი თვალს კადრებში და მერე იქ მყოფებმა მითხრეს რომ მართლა აღარაფერი ხდებოდა, როცა უცებ დაიწყო ამ გაზის გაშვება, შემდეგ უკვე სროლა იყო. ბოლომდე არ მჯეროდა რომ ასეთ ტყვიებს ისვრიან რომ ასეთი დაზიანება შეიძლება მიიღოს ადამიანმა”, – განაცხადა მაკა ჩაჩუამ..

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ გიფიქრია ყოფილ პრეზიდენტთან ერთად და გისაუბრიათ, ვინ ეკისრება ამ ყველაფერზე პასუხისმგებელობა? რაზეც ჩიჩუამ ასე უპასუხა: “მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვხედავ. კონკრეტულად შინაგან საქმეთა მინისტრის, აბა რა! აბა ვის დავაბრალო? მე, როცა ქვეყანაში კანონმდებლები არსებობენ, მინისტრები გასცემენ განკარგულებებს, ისინი წყვეტენ ხომ? ვის შეძლება დავაბრალო? ვინ აგებს პასუხს? მე ვუსმენდი გახარიას და თქვა, რომ პასუხისმგებელი ვარო, მაგრამ რაში გამოიხატება პასუხისმგებლობა ძალიან მაინტერესებს”.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-12 დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნა იყო: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად