ჭიაბერაშვილი: “ევროპული საქართველო” არ ვაპირებთ 2019 წლის ბიუჯეტს მხარი დავუჭიროთ

“ის რომ ქართულმა ოცნებამ დღეს ვერ მოახერხა კენჭისყრის ჩატარება, ეს არის მათთვის დამახასიათებელი აგდებული დამოკიდებულება საზოგადეობისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ და უპასუხისმგებლობა” – ამის შესახენ ბ ჟურნალისტებთან “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილი თქმით,” ევროპული საქართველო” ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

” არჩევნების შემდეგ მათ დროებით აქვთ შეგრძნება, რომ თბილი სავარძლები შეინარჩუნეს, ამიტომ ბიუჯეტის კენჭისყრაზე კვორუმი არ ეყო ქართულ ოცნებას. კვორუმი, რომ ყოფილიყო ევროპული საქართველო არ ვაპირებთ ბიუჯეტს მხარი დავუჭიროთ, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის კიდევ უფრო გაღარიბების ბიუჯეტი, ზედმეტად ამოღებული გადასახადები ეკომომიკიდან, ჩვენ თუ არ გვექნება ეკონომიკის ზრდა და თუ არ დაიწია გადასახადებმა და არ შეიქმნა სამუშაო ადგილები, ვერც სიღარიბეს აღმოვფხვრით და არც ერთი ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგემა და ბუნებრივია, ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ”, განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად