ჩერგოლეიშვლი: სსრკ ტოტალიტარული კონტროლის მიუხედავად დაიშალა და ივანიშვილის ხელისუფლებაც დაიშლება

ამ შინაარსის განცხადება გააკეთა “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

“ივანიშვილს რომ ჰყავდეს ისეთი გუნდი, რომელიც სხლავს ყველაფერს ეკონომიკური საკითხებიდან დაწყებული სხვა ყველაფრით დამთავრებული, წესრიგით, კრიმინალთან ბრძოლით და ა. შ. ამ ყველაფერს ისე ხედავდეს, რომ ხალხი დემოკრატიაზე აღარ ფიქრობდეს, კიდევ მესმის. საბჭოთა კავშირმა ვერ შეინარჩუნა მთლიანობა და დაიშალა, იმის მიუხედავად რომ ყველაფერზე ტოტალიტარული კონტროლი ჰქონდა. ახლა ივანიშვილმა რამდენიც არ უნდა წაიღოს ტელევიზიები, ეს ცუდია ქართული დემოკრატიისთვის, ნამდვილად კარგი იქნებოდა არსებობდეს ძლიერი არხი, რომელიც მთავრობის კონტროლს მიღმა იქნება, მაგრამ საზოგადოების განწყობა არ იზომება იმით რას ხედავს ხალხი “რუსთავი 2″-ზე. განწყობა გაიზომება იმით რა უდევს ამ ხალხს ჯიბეში და მაცივარში”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...