ჩერგოლეიშვილი: ვერ ვხვდები 1 150 000 ადამიანი რუსის ამომრჩევლად რატომ უნდა გაასაღო, როცა მათ რუსი არ აურჩევიათ

ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ვერ ვხვდები 1 150 000 ადამიანი (და ამდენი ხმა აიღო ბოლო არჩევნებში ივანიშვილმა) რუსის ამომრჩევლად რატომ უნდა გაასაღო, მაშინ როცა მათ რუსი არ აურჩევიათ.

რატომ არ შეიძლება პოლიტიკოსი რომ ხარ, გონება გაქვს და ენა გაბია – ამომრჩეველს აუხსნა, რომ ივანიშვილი არის მავნებელი, რომლის პოლიტიკის შედეგად საქართველო რუსეთის იოლი ლუკმა გახდება.

რატომ უნდა მოიქცე პრიმიტივივით და მიაყენო ამომრჩეველს შეურაცხყოფა, მაშინ როდესაც ზუსტად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის 75 პროცენტი ნატოში გაწევრიანების მომხრეა?

თუ 1 150 000 ხმას რუსს აძლევს – დასავლეთს ქართული საზოგადოების პროდასავლურობაზე როგორ ვესაუბრებით?

როგორ ვიძახით მაშინ რომ ქართული საზოგადოება პროდასავლურია და ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მიისწრაფის?

ივანიშვილის პოლიტიკა რომ კრემლს აწყობს, ამის ახსნა ნორმალური სიტყვებით რატომ არ შეგიძლიათ?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...