ჩერგოლეიშვილი: უგულავამ გადაწყვიტოს ეგრე სად არის? იქ სხვებიც არიან… სულ სიურპრიზებს მახვედრებს

ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, გიგი უგულავამ არ გამორიცხა “პატრიოტთა ალიანსთან” კოალიციის გაკეთება იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილის დასამარცხებლად 3-4% დააკლდებათ და ირმა ინაშვილის პარტია თანახმა იქნება კოალიციაში შესვლაზე. რაზეც ჩერგოლეიშვილის პასუხი ასეთია:

“კატეგორიულად არ ვეთანხმები უგულავას. როგორც ჩანს არ იფიქრა და ასე თქვა ეგეთი რაღაცა. ეგრე სად არის უგულავამ გადაწყვიტოს, იქ სხვა ხალხიც არის იმ პარტიაში და იმათ არ ეკითხება? არ იფიქრა ალბათ და ისე თქვა, რომ ეფიქრა ასეთ რაღაცას არ იტყოდა.

ახლა როგორი რაღაც მითხარი, გამიკვირდა. სულ სიურპრიზებს მახვედრებს ხოლმე ეთერში ეგ კაცი, საოცარ სიურპრიზებს მახვედრებს”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...