ჩერგოლეიშვილი: სამწუხაროა, რომ სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილად იქცა

“სამწუხაროა, რომ სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილად იქცა”,-ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს. მისი ვარაუდით, გიორგი გახარია 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აცდება.

“ღარიბაშვილისა და სამადაშვილს შორის განსხვავებას თუ იპოვით მითხარით:

“ვერ გამოვუცხადებ ამნისტიას გახარიას, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს თვალები დათხარა”. (c) სამადაშვილი

“სააკაშვილი კაცებს აუპატიურებდა და აწამებდა” (c) ღარიბაშვილი.

პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თვალების დათხრაზე გახარია ვერ აცდება, როგორც სააკაშვილი/ბოკერია ვერ აცდნენ იმაზე, რაც ციხეებში ხდებოდა.

რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას – სამწუხაროა, რომ სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილად იქცა, ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილი დაემსგავსებინა”,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად