ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილის ისტერიკის შედეგი იყო მეორე კვლევის შედეგი, რაც “რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა

ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ვხედავთ, რომ როგორი კვლევებიც არ უნდა აკეთოს და რამდენიც არ უნდა დაუცაცხანოს გვარამიას როცა ნახა რომ წინა კვლევის შედეგები ჩვენთვის “ევროპული საქართველოსთვის” კარგი იყო. რამდენიც არ უნდა ააყირავოს 1 კვირაში, სააკაშვილმა რომ ცემა მას მერე რომ ნახა რომ ჩვენი “რუსთავი 2″-ის კვლევის შედეგებით კმაყოფილები ვიყავით. გუშინ კიდევ რაღაც გამოაქვეყნა. 10 დღეში 10 %-ით არცერთი კანდიდატი არ იკლებს. სალომესაც დაკლებული ჰქონდათ. მე მისი ანატომია ვიცი და მისი ისტერიკის შედეგი იყო, მესმოდა კიდეც რა სიტყვებით დაურეკავდა”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად