ჩერგოლეიშვილი: რასაც არ უნდა ამბობდეს ნავალნი საქართველოზე, საქართველოს მტერი ვერ იქნება

თამარ ჩერგოლეიშვილი ალექსეი ნავალნის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“მტერიაო ნავალნიო.
რა არის მტერი? მტერი ისაა, ვინც მიზნის განხორციელებაში ხელს გიშლის.
საქართველოს უნდა თავისუფალი სამყაროს წევრობა. რუსეთი ხელს უშლის. რუსეთი მტერია.
იმის გამო რომ პოლიტიკაში მიზნები და გარემოებები იცვლება, ამ საქმეში მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები არ არსებობენ.
რასაც არ უნდა ამბობდეს ნავალნი საქართველოს შესახებ, საქართველოს მტერი ვერ იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის საქართველოს ხელს ვერაფერში ვერ უშლის – არ აქვს მაგის ბერკეტი.
თუ მიაღწია რუსეთის ხელისუფლებაში – ამის ბერკეტი ექნება და იოლად შეიძლება მტრად იქცეს.
დღეს ნავალნი პუტინს ასუსტებს და არათუ მტერი, არამედ საქართველოს მოკავშირეა.
მე ელისაბედ პირველის სიბრძნეს ვიზიარებ და განზრახვები არ მანაღვლებს – შედეგი მაინტერესებს.
შედეგი კი ისააა, რომ ნავალნიმ პუტინს ძალიან, ძალიან მაგრად დასცინა. ყველა, ვინც პუტინს კომიკურად აქცევს, ჩემი მოკავშირეა ზუსტად იმ დროით, სადამდეც პუტინის გასაზიზღრების მიზანი გაგვაერთიანებს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად