ჩერგოლეიშვილი: პატარკაციშვილის “იმედი” ჩემთვის მავნებელი იყო, მისი დახურვა დემოკრატიისთვის კარგი არ იყო

ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“გახსოვთ ბადრი პატარკაციშვილის “იმედი”? ჩემთვის “იმედი” იყო მავნებელი არხი. ჩემთვის ის განასახიერებდა არხს, რომ აი ეკლესიებს გვინგრევენ, ტრადიციებს გვართმევენ, ვაზი გაჩეხეს… ეს მავნე სენტიმენტები “იმედმა” გააღვიძა ერთ-ერთმა პირველმა მასობრივად. ჩემთვის მავნებელი არხი იყო, მაგრამ დემოკრატიისთვის კარგი ხომ არ იყო რომ დაიხურა?!

ახლა უკვე “რუსთავი 2” ხეთქავდა თემებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, იქნებოდა ეს “ციანიდის საქმე” თუ სხვა. შეიძლება გადაჭარბებულად, მაგრამ ის ამას აკეთებდა. ივანიშვილი იყო დასუსტებული და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ და რუსთავი 2-ის წაღებამ მას დაუბრუნა ერთგავარი ყოვლის შემძლეობის მითი”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...