ჩერგოლეიშვილი “ოცნების” ახალგაზრდულის ხელმძღვანელს: მტყუანს რა, რომ სააკაშვილი ჩემი ბელადი არ არის?!

მტყუანს რა, რომ სააკაშვილი ჩემი ბელადი არ არის?! – ასე მიმართა “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელს

“ნიკა გვარამიას უწერია, რომ უნდა დავამხოთ ხელისუფლება, რომელიც გააზიარა თავის გვერდზე, ყოფილ პრეზიდენტებს არ ამბობენ და ძნელია მას პრეზიდენტი უწოდო. ის არის ამათ ბელადი. რომელთან ერთადაც ერთ მაგიდასთან ზიან”, – მიმართა თამარ ჩერგოლეიშვილს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომელსაც ჩერგოლეიშვილმა ასე უპასუხა:

“არცერთი არ ვართ ნიკა გვარამია. მტყუანს რა, რომ სააკაშვილი ჩემი ბელადი არ არის?! ერთ მაგიდასთან ნინო ბურჯანაძეც ზის. თქვენ ერთ მაგიდასთან კარასინთან ერთად ზიხართ. რაზე მელაპარაკებით საერთოდ?! კვიციანი გყავთ პარტიაში. თქვი მტყუანს რა? ბიძინასავით ფუფლო უნდა იყო? ცილს მწამებ და წესიერად ვერ ვისაუბრებთ”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად