ჩერგოლეიშვილი: “ნაცმოძრაობა” კრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებს და შავრაზმულ ძალად ჩამოყალიბდა

“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი თავის სოციალურ ქსლეში კიდევ ერთხელ ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს

“ლიბერალური დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა არის ინფორმირებული ამომრჩეველი. ენმ-ის ლუსტრაცია არის ძალიან, ძალიან კარგი ქართული დემოკრატიისთვის. აი ამისთვისაა კამათი კარგი – კამათში ვლინდება ჭეშმარიტება.

ამიტომ იყო მნიშვნელოვანი რომ გვარამიას არხის ეთერში ჯერ გიგამ, მერე კაკომ, მერე ირაკლიმ გააკრიტიკა ენმ.

შედეგი ისაა, რომ დღეს გაცილებით მეტმა იცის რომ ნაციონალური მოძრაობა შავრაზმულ ძალად ჩამოყალიბდა და კრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებს.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიასთან ეთერში მიხეილ სააკაშვილმა “ევროსაქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას მოქმედებებს ანტიქრისტიანული უწოდა.

აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეა – ვატარებ ჯვარს და… ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან.​

ყოველთვის, მთელი ეს წლები, განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების… ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა…

(ყველაფერი) რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია. ”,-განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მას 600 ეკლესია აქვს აშენებული.

“ჩემს წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით. ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი ტრადიციებით, მარტო ეკლესიებში არ არის საქმე. და არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის. რას ნიშნავს პოპულისტური. დასავლეთი დგას ოჯახურ , ტრადიციულ, რელიგიურ ფასეულობებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად