ჩერგოლეიშვილი: ”ნაცებს” და ”ქოცებს” დანარჩენებმა თამაში შევთავაზოთ – ორივემ დასაჭერების თავისი სია დადოს

”ნაცებს” და ”ქოცებს” დანარჩენებმა თამაში შევთავაზოთ – ორივემ დასაჭერების თავისი სია დადოს,-ამის შესახებ facebook-ის გვერდზე “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

“ნაცებს და ქოცებს დანარჩენებმა თამაში შევთავაზოთ – ორივემ დასაჭერების თავისი სია დადოს. მართლა ძალიან ინფორმატიული იქნება.

ბევრს რომ საუბრობენ საერთაშორისო პანელზე – საერთაშორისო ექსპერტები ქოცებსაც ყავდათ ჩართული სილამაზისთვის. რას იძახით? რომ სააკაშვილის, უგულავას, ახალაიაების, კეზერაშვილის და სხვათა პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო? რასაკვირველია იყო! ბიუჯეტიდან ფულის გაფლანგვას და მიტინგების დარბევასაც ედავებიან – სხვათაშორის. ვინმე მეტყვის, რომ პოლიტიკური მოტივისგან თავისუფალია ეს საქმეები? ვერა!

ამნისტია არის პოლიტიკური აქტი, რომელსაც სამართლებრივი მხარეც აქვს, როგორც ყველა პოლიტიკურ აქტს – ამნისტიის შესახებ კანონს იღებს პარლამენტი.

სწორედ, რომ პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევენ და სწორედ რომ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზას დაუჭერს მხარს – რევანშის გზას, რომელსაც სამართლიანობაში შეფუთავენ და ისე არ დაიჯერებს მოსახლეობის ნახევარი, როგორც ვანო მერაბიშვილის სასჯელის სამართლიანობის არ სჯერა, თუ ეროვნული თანხმობის აქტის ინიციატივას მიემხრობა, რომლის მიზანიც ჩვენს საზოგადოებაში ასეთი პოლარიზაციის შუღლის ჩაცხრობა იქნება.

ნამდვილად არ არის ამნისტია იდეალური გამოსავალი. იდეალურია ღრმა ტრადიციის სასამართლო გვქონდეს, რასთანაც კითხვები არავის ექნება პოლიტიკურ გავლენაზე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო.

მოგატყუებთ ყველა, ვინც გეტყვით რომ დამოუკიდებელ სასამართლოს ორ კვირაში, ან თუნდაც ორ წელიწადში შექმნის – სასამართლო არ არის ვერტიკალური chain of command ის სისტემა! დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობისთვის აუცილებელო პირობების შექმნა არ ყოფნის სისტემის გაჯანსაღებას – დრო და გამოცდილება სჭირდება.

ამ მიმართულებით ცვლილებები საჭიროა – განსაკუთრებით ნაფიცი მსაჯულების გაფართოება, მაგრამ ეს ჩვენ შედეგებს დღეს და ხვალ არ მოგვცემს.

კარგია, რომ ეს თემა წამოიჭრა – ახლა მედიის და პოლიტიკოსების საქმეა მსჯელობა, რომ მეტი დეტალი გავიგოთ”,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შენიშვნა: სტილი დაცულია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად