ჩერგოლეიშვილი: მიშა და 2-3 კაცი წყვეტდა ყრილობაზე ყველაფერს და დელეგატები იძახდნენ “ვაშას”

„ყრილობას ჰქონდა ცერემონიული ხასიათი. მიშა და 2-3 ადამიანი გადაწყვეტდნენ, რა უნდა გადაეწყვიტა იმ ყრილობას. გამოიტანდნენ გადაწყვეტილებას, გააცნობდნენ ყრილობის დელეგატებს, დაიძახებდნენ ვაშას და ყრილობა დაიშლებოდა“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„შეიძლება კამათი ყოფილიყო ყრილობის დელეგატების შერჩევის წესზე და არა რაოდენობაზე. შენ თუ აკეთებ 7000-იან ყრილობას, შენ გინდა იგივენაირად ჩაატარო ყრილობა როგორც აქამდე ტარდებოდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყრილობა დემოკრატიულად ხომ არასოდეს არ ჩატარებულა? ყრილობას ჰქონდა ცერემონიული ხასიათი. მიშა და 2-3 ადამიანი გადაწყვეტდნენ, რა უნდა გადაეწყვიტა იმ ყრილობას. გამოიტანდნენ გადაწყვეტილებას, გააცნობდნენ ყრილობის დელეგატებს, დაიძახებდნენ "ვაშას" და ყრილობა დაიშლებოდა. 

„ნაცმოძრაობა“ 1 კაცის პარტია არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ მას ყოველთვის ძალიან ვიწრო წრე მართავდა. მიხეილ სააკაშვილი იყო, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, სხვებიც, მაგრამ ძირითადად რამდენიმე ადამიანის მიერ წყდებოდა“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...