ჩერგოლეიშვილი: მართლმადიდებელი მღვდლების ნაწილს არათუ სახარება, ტომ სოიერიც კი არ აქვს წაკითხული

ამის შესახებ “ტაბულას”დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ის რაც ყინწვისში მოხდა, პირველ რიგში სამღვდელოების გაუნათლებლობის ბრალია.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების მნიშვნელოვან ნაწილს არათუ სახარება, ტომ სოიერიც კი არ აქვს წაკითხული, გაგებაზე საუბარიც არაა.

მათ არ იციან კულტურული მემკვიდრეობის ფასი, არ იციან სიძველის ფასი.

რომ იცოდნენ, საკმარისად ხარბები არიან იმისთვის, რომ პრიალა მეტლახი არ დაეგოთ!

სასულიერო ელიტის უწიგნურობა, გაუნათლებლობა, უცოდინრობაა ამ საშინელი ბოროტების სათავე და მერე ყველაფერი სხვა.

ესაა სტალინის მემკვიდრეობა – ვისაც ცოდნა ჰქონდა დახვრიტა, სასულიერო ელიტა გაანადგურა! შესაბამისად, მემკვიდრეობაც არ დარჩენილა გადასაცემად” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ყინწვისის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა მწვანე მარმარილო დააგეს

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...