ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილის პოლიტიკური თვითმკვლელობა არ მეწყინება, მაგრამ გაიზრდება რისკი, რომ ქვეყანასაც ძვირი დაუჯდეს

ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.

“იმ არაფორმალური უმართავობის პირობებში, რაშიც ჩვენ ვართ, სულ არ გამოვრიცხავ, რომ სანამ ივანიშვილი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და ვერ აწუხებდნენ, მაჟორიტარმა დეპუტატებმა ბუნტი მოაწყვეს ბიძინასქვეშეთში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად (სიაში ყოფნაზე ევაჭრებიან ამ გზით ბრძენს).

მაგრამ ეს ცირკი ხვალაც თუ გაგრძელდა, ვინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილმა 75 ქოცი ვერ მოაგროვა საკუთარ უმრავლესობაში? ან რაში აწყობს ივანიშვილს, რომ ეგრე გამოჩნდეს?

საარჩევნო სისტემის შეცვლა მოიტანა ივანიშვილის მმართველობის ისტორიაში სახალხო პროტესტის ყველაზე დიდმა და მრავალფეროვანმა ტალღამ.

მისი მონაწილეები საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ცალსახად და დამსახურებულად, საკუთარ მონაპოვრად თვლიან.

ზაფხულის პროტესტის მონაწილეებისთვის ამ მიღწევის ხელიდან წაგლეჯვა თითოეულის პერსონალური შეურაცხყოფაა და ივანიშვილისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

რომ გითხრათ ივანიშვილის პოლიტიკური თვითმკვლელობა მეწყინება მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ამავდროულად, კატასტროფულად გაიზრდება რისკი, რომ ქვეყანასაც ძალიან ძვირი დაუჯდეს – ეს კი ნამდვილად საწყენი იქნება”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად