ჩერგოლეიშვილი: გირჩელო თანამოქალაქეებო, ტვინი გჭირდებათ, ინფორმაცია რომ გადაამუშავოთ

გირჩელო თანამოქალაქეებო, ინფორმაციას როცა იღებთ, ტვინი გჭირდებათ, რომ გადაამუშავოთ. გადამუშავება ალბათ სხვადასხვანაირად ხდება – მე ასე წარმომიდგენია: – ამის შესახებ “ტაბულა”-ს დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

“მიიღე ინფორმაცია, კონტექსტში ჩასვი, ამოყარე მსგავსი ინფორმაცია რაც ადრე მიგიღია, ახალ ინფორმაციასთან შეხების წერტილები იპოვე, მიადე, დაკეცე – გადადე სადღაც.
როცა დაგჭირდება, ტვინი მოძებნის, ამოიღებს და გაშლის.
ალბათ ყველა თავისებურად ახდენს პროცესირებას – არ ვიცი.
მაგალითად, როდესაც პარტიაში გეტყვიან, რომ ფასს ბაზარი არეგულირებს მოთხოვნისა და მიწოდების მიხედვით და ეს სუპერლოგიკურად მოგეჩვენებათ – მეც ასე მეჩვენება – იქვე უნდა დაფიქრდეთ, რომ ფასი აქვს რაღაცას.
ცალკე აღებული ფასი არ არსებობს – ფასი აქვს რაღაცას.
ახლა იქვე წარმოიდგინეთ 11 წლის ბავშვი, რომელსაც სრულყოფილი ნება არ გააჩნია.
მას ვიღაც ოღრაში აშიშვლებს, იღებს, ინტერნეტში დებს და მერე ამას ვიღაც ყიდულობს, რომელიც ამ ბავშზე მასტურბირებს.
გაუპატიურებული ბავშვების ინდუსტრიაზე და ამ დანაშაულებრივი ინდუსტრიის პროდუქტის ფასზეა საუბარი.
ანუ იგივეა ბავშვს, რომელიც ვერ დაგეთანხმება,თირკმელი ამოაცალო და გაყიდო.
არადა რომ გკითხოთ, თქვენ ის ხალხი ხართ, რომელიც დეკლარირებულად, თავისუფლებას და ადამიანის თავისუფალ ნებას სცემთ პატივს.
ტვინი იცით რატომ ვახსენე?
იმიტომ რომ ტვინს თუ არ გამოიყენებთ, გააზრებულ რწმენას კი არ დაეყრდნობით მსჯელობისას, უბრალოდ ინდოქტრინირებული სალდაფონები იქნებით და ისეთ სისულელეებს იტყვით, როგორიცაა “ბავშვების გაუპატიურებას ბაზარი არეგულირებს”. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად