ჩერგოლეიშვილი: დარწმუნებული ვარ ქრისტე ხელს მოაწერდა ადამიანის თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციას

ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, პოლიტიკურმა კომენტატორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ მე საეკლესიო წესებს კარგად არ ვიცნობ, ქრისტიანული ფასეულობები ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ის რაც მინდა, ისიც ქრისტიანულ ფასეულობებზე დგას.
დარწმუნებული ვარ ქრისტე ხელს მოაწერდა ადამიანს თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. იმიტომ რომ დასავლური, ლიბერალური დემოკრატია არის ქრისტიანული კულტურის პირმშო. და მე, ამ კულტურის მატარებელმა მშობლებმა მასწავლეს, ერთი რამ, რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება.
მე ვთვლი, რომ არ შეიძლება ადამიანი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო დასაჯო, მაგალითად, თუ ადამიანს სჯერა რომ მარიხუანა მისთვის კარგია და ამას მხოლოდ თავისთვის მოიხმარს და არავის აზიანებს , მე ვთვლი რომ მისი ნებაა რას გააკეთებს. შესაბამისად, ვინ ვის ნაპირალ კოვზს ჩაიდებს პირში, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. მისი საქმეა.
მაგალითად, იეღოვას მოწმეებს სჯერათ, რომ სისხლის გადასხმა მათი რწმენის წინააღმდეგ მიდის. მე პატივს ვცემ მათ რწმენას. ზოგს გონია გორის ციხიდან თუ გადმოხტება, გაფრინდება კიდეც. კი ბატონო, თავისთვის თუ უნდა, მაგრამ, თუ ბავშვებს ყრის იქიდან ან სხვა ადამიანებს, მაშინ ჩავერევი, როგორც სახელმწიფო. იმიტომ რომ ეს უკვე მისი ინდივიდუალური თავისუფლების საკითხი აღარ არის“ – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად