ჩერგოლეიშვილი ჩარკვიანზე: ახლა ეს გამოაგდო და პროცესის ჩაშლას ჩალიჩობს მონაწილეების მოღალატეებად გამოცხადებით

ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, პოლიტიკური კომენტატორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს მაგარი ნაგაზი შერჩა მიშას 😂

ქუჩა ქუჩაო – იქიდან ყვიროდა, ქუჩა დადგა და მის სახელს ვერ ახსენებდნენ, იშლებოდა.

ერთიანი ფრონტიო – მის გარშემო ერთიანობას გულისხმობდა, თორემ იდეა მას არ ჰქონია – შეიკრა ერთიანი ფრონტი, ოღონდ არა ხელოვნურად, რომელიმე პერსონის გარშემო, არამედ ბუნებრივად – პროპორციულ არჩევნებზე და ლეიბორისტების ოფისში.

ახლა ეს გამოაგდო და პროცესის ჩაშლას ჩალიჩობს მონაწილეების მოღალატეებად გამოცხადებით.

მიზეზი ერთია – არ აინტერესებს სააკაშვილს ივანიშვილის დამარცხება, თუ თვითონ არ მოდის აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები არ უნდა, იმიტომ რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ვერ ჩაიგდებს ხელში.

“ბოკერია ჩაერთო საქმეში მიშას ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდა იმიტომ კი არ შეიქმნა, რომ საქმის გაკეთება უნდოდა პროპორციულთან დაკავშირებით, არამედ მიშა სააკაშვილის ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშია” ჯინაზე გაკეთდა. ჯინაზე წარმართული საქმეები ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ ბრუნდება ხოლმე” – წერს თამარ ჩერგოლიშვილი.

შეგახსენებთ, “აიპრესთან” გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერ და პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ გამოჩნდა, გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი არა პროპორციული არჩევნების გამო შეიქმნა, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და “ძალა ერთობაშია”-ს ჯინაზე.

ჩარკვიანის თქმით, საქმეში ჩაერთო ბოკერია და ოპოზიციის ფორმატი მიშას და “ძალა ერთობაშია”-ს ჯინაზე გაკეთდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად