ჩერგოლეიშვილი ბერძენიშვილს: იმდენს წვალობთ, ლამისაა დავავლო ხელი კორძაიას და სამნიძეს და ძალადობრივი გზებით შევსვა პარლამენტში

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი ამ რეპლიკით ეხმიანება “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელს დავით ბერძენიშვილს.

დისკუსია მოყვა დავით ბერძენიშვილის ფეისბუქ გამოკითხვას, სადაც ვკითხულობთ: “ფრენდების უმრავლესობამ გვითხრა, რომ არ უნდა შვიდეს ამ გაყალბებულ არჩევნებში ოპოზიცია იმ შმთხვევაშიც კი, თუ გაისად ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

გავკადნიერდები და კიდევ დავსვამ კითხვას:

რა გზებით და როდის შეძლებს ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას? ფიქრობთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება არ წავა?”

საპასუხოდ, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს: “ბატონო დავით, უკვე იმდენს წვალობთ ლამისაა, დავავლო ხელი კორძაიას და სამნიძეს და ძალადობრივი გზებით შევსვა პარლამენტში, რომ მე დამაბრალოთ ❤️”

თამარ ჩერგოლეიშვილს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ უპასუხა: “თამარ, რა შეგვატყვე მე და თამარას საიმისო, რომ რაიმეს თქმა ან გაკეთება რომ გვინდოდეს ან ვერ ვიტყვით ან ვერ გავაკეთებთ ისე, რომ მაგალითად დათომ ილაპარაკოს და როგორც ჩაუთვალე.აზრის გამოხატვა – “იწვალოს”?:))) არ ველოდი, რატომღაც მგონია, ამ სტილის დასკვნები არ გახასიათებდა :)”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად