ჩერგოლეიშვილი: ავიღებ და არჩევნებიდან არჩევნებამდე – ვივლი, ვივლი და ვივლი!

“ტაბულას” დირექტორი და “ევროპული საქართველოს” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე საარჩვნო კამპანიაზე წერს: “ახლა – როცა ოლქის ორი მესამედი შემოვლილი მაქვს, მიკვირს, ამას 12 თვე რატომ არ შვებიან.
მე პირადად – არც არჩევნების შემდეგ გავჩერდები, ჩვენი ოლქი ხუთი თითივით მეცოდინება 20 დღეში.
ავიღებ და არჩევნებიდან არჩევნებამდე – ვივლი, ვივლი და ვივლი”.

“კარდაკარი არის ყველაზე მაგარი რაღაც, რაც შეიძლება პოლიტიკით და ამ პოლიტიკის გატანით დაინტერესებულმა ადამიანმა აკეთოს.
ახლა – როცა ოლქის ორი მესამედი შემოვლილი მაქვს, მიკვირს, ამას 12 თვე რატომ არ შვებიან.
მე პირადად – არც არჩევნების შემდეგ გავჩერდები, ჩვენი ოლქი ხუთი თითივით მეცოდინება 20 დღეში.
ავიღებ და არჩევნებიდან არჩევნებამდე – ვივლი, ვივლი და ვივლი.
ყველაზე მოკლე გზაა იმის გასაგებად, რა უნდა ილაპარაკო, რომ შენმა მოსაზრებამ მხარდაჭერა მოიპოვოს.
ძალიან, ძალიან საინტერესო და და ამავდროულად ხალისიანი პროცესია –
მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი უმრავლესობა იმ ადამიანებისა, ვისაც ვხვდები – უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ადამიანის ცხოვრებით სიხარულს ვერც გაჭირვება აკავებს.
მათთან შეხვედრა პრიორიტეტებსაც გისწორებს და მოჭიდების შესაძლებლობას გაძლევს – ხვდები, რა სიმებს უნდა შეეხო, თუ გსურს შენი პოლიტიკური ჰანგი სწორად დაუკრა.
მოკლედ, ამ კამპანიამ ბევრი შემძინა უკვე” – წერს თამარ ჩრგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად