ჩერგოლეიშვილი: 2016 წელს ლამის “იღბლიან ბორბალშიც” სააკაშვილი იჯდა შორენა ბეგაშვილის მაგივრად

“მიშა სააკაშვილის ჩამოსვლა კი არ არის პრობლემა. უნდა ჩამოვიდეს და როგორც შალვა ნათელაშვილი დადის და ლაპარაკობს, ისე იაროს და აწარმოოს კამპანია და თუ ვინმე მხარს დაუჭერს ჩვენ ვინ გვკითხავს”, – ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“მიშას ჩამოსვლაზე არ არის ლაპარაკი. როგორც კი გაიმარჯვებს ნორმალური ძალა უნდა გამოცხადდეს ეროვნული თანხმობა. უნდა შეწყდეს ყველას დევნა. იმის მიუხედავად წარსულში ვინ ვის აწყენინა. ყველას უნდა შეეძლოს აკრიფოს იმდენი მხარდაჭერა, რა მხარდაჭერის აკრეფის შესაძლებლობაც აქვს.

2016 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” კამპანია აერია მიხეილ სააკაშვილის გამო. იმიტომ რომ ვერ დაიმორჩილეს სააკაშვილი. ვერ გააკეთეს მისი დოზირება ვერც ეთერში. ვიცოდით, რომ სააკაშვილი “ნაცმოძრაობის” კამპანიაზე უარყოფით გავლენას ახდენდა. მაგრამ იმის გამო რომ ჰქონდა მეგალომანია, უნდოდა სულ ეთერში ყოფნა, არ უნდოდა რომ მის გარეშე მომხდარიყო გამარჯვება, რადგან მერე თავის განსაკუთრებულობას კარგავდა. თუ სააკაშვილის გარეშეც შეგიძლია “ქართული ოცნება” დაამარცხო, მაშინ სააკაშვილი რაღად გინდა. ამისი ეშინოდა. ლამის “იღბლიან ბორბალშიც” ეგ იჯდა შორენა ბეგაშვილის მაგივრად, გაგიჟებულები ვიყავით.

მერე დაპირისპირება მოხდა იმის გამო რომ მას პროცესების გადატანა უნდოდა ქუჩაში, სხვა ადამიანებს სჯეროდათ, რომ ქართველი ხალხის ინტერესში არჩევნების გზით იცვლებოდეს ხელისუფლება”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად