თამარ ჩერგოლეიშილი: ივანიშვილი მელეხი და უკულტუროა, საჭირო ხალხს ვაშინგტონში ნაყიდი ლობი ვერ ჩაუნაცვლებს

ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოალურ სელში წერს

“ნიშანდობლივია:

სოფიო ქაცარავა ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა და იქიდან გადავიდა ქართულ ოცნებაში.

პროპორციულის ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნებიდან და პარლამენტიდან წავდა.

თამარ ხულორდავა ევროკავშირის დელეგაციაში მუშაობდა და იქიდან გადავიდა ქართულ ოცნებაში.

პროპორციულის ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნებიდან წავიდა.

თამარ ჩუგოშვილი ამერიკელების არაფორმალური რეკომენდაციით მოხვდა ოცნებაში. ეგ მუშაობდა მაგ მიმართულებით ძირითადად.

პროპორციულის ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნებიდან წავიდა.

ივანიშვილი მელეხია, უკულტუროა და როგორც იმას ვერ ხვდებოდა, რომ ვაშინგტონ პოსტს ბოკერია ვერ იყიდდა, ისე ვერ ხვდება, რომ ამ, ჩემს თვალში ერთობ ნაცრისფერ, მაგრამ ივანიშვილისთვის ძალიან საჭირო ხალხს ვაშინგტონში და ბრუსელში ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ლობი ვერ ჩაუნაცვლებს” – წერს თამარ ჩერგოლეიშილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების ყოფილმა თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად