ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ბარსელონა” სახლში “პარი სენ-ჟერმენთან” განადგურდა

ეს-ესაა დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორი მატჩი

ბარსელონაში „ბარსელონა” „პარი სენ-ჟერმენს” მასპინძლობდა პარიზელთა რიგებში ნეიმარის არყოფნის გამო უმეტესობის მიერ ფავორიტად მიიჩნეოდა.

მოლოდინი კიდევ უფრო საფუძვლიანი „პარი სენ-ჟერმენის” კარში მესის მიერ 27-ე წუთზე პენალტიდან გატანილი გოლის შემდეგ გახდა, თუმცა პარიზელები, ვარაუდების საწინააღმდეგოდ, სულაც არ იყვნენ სტატისტების როლში.

პირველის ტაიმის 32-ე წუთზე კილიან მბაპემ გაათანაბრა ანგარიში, მეორე ნახევარში კი მანვე 65-ე და 85-ე წუთებზე ორი, ხოლო 70-ე წუთზე მოის კინმა ერთი გოლი გაიტანეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 1:4

მეორე მერვედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „რასენბალშპორტი” და პრემიერლიგაში ჩავარდნის მქონე „ლივერპული” ხვდებოდნენ ერთმანეთს.

პირველი ტაიმის უშედეგო ფრის შემდეგ, 53-ე წუთზე მოჰამედ სალაჰის და 58 წუთზე სადიო მანეს მიერ გატანილი გოლებით „ლივერპულმა” მასპინძლებს მარცხი აწვნია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...