ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრებში „ბორუსიამ” სევილიაში გაიმარჯვა, „იუვენტუსი” პორტუში დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალის მორიგი ორი შეხვედრა დასრულდა
სევილიაში სტუმრად მყოფმა დორტმუნდის „ბორუსიას” ფეხბურთელებმა „სელივიას” ნახევამცველ სუსოს მიერ მე-7 წუთზე გატანილ გოლს პირველ ტაიმშივე სამი გოლით უპასუხეს (მე-19 წთ – მაჰმუდ დაუდი, 27-ე და 43-ე წუთები -ერლინ ჰოლანი).
მეორე ნახევრის 84-ე წუთზე ლუკ დე იონგმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა
პორტუში „პორტუმ” მე-2 წუთზე ირანელმა მეხდი ტარემის მიერ გატანილი გოლით მოუგო „იუვენტუსს” პირველი ტაიმი. მეორე ნახევრის პირველივე წუთზე მუსა მარეგამ ანგარიში 2:0 გახადა. 82-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ შეძლო საპასუხო გოლის გატანა.