ჩემპიონთა ლიგის ფინალზე სტამბოლში გულშემატკივარს დაუშვებენ

UEFA-ს გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქი არ იცვლება და ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ის თურქეთის ქალაქ სტამბოლში უნდა გაიმართოს.

UEFA-ს განცხადების თანახმად, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობაც.

თურქეთში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა, რის გამოც ქვეყანაში ლოქდაუნი 17 მაისამდე გამოცხადდა, რამაც გააჩინა კითხვა, ხომ არ შეცვლის UEFA გადაწყვეტილებას, თუმცა ის მასპინძელ ქალაქს არ ცვლის.

“ლოქდაუნი, რომელიც ძალაში 17 მაისამდეა, მატჩზე გავლენას არ მოახდენს. ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომბლობას თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან და თურქეთის ხელისუფლებასთან მატჩის უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაცია მატჩზე დაშვებასთან და ბილეთებთან დაკავშირებით მალე გახდება ცნობილი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფინალი სტამბოლში გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდის გამო ფინალი სტამბოლის ნაცვლად ლისაბონში გაიმართა. ამჯერად მასპინძელი სტამბოლი იქნება. ლიგის ფინალი 29 მაისს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...