ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის „პარი სენ-ჟერმენ” „მანჩესტერ სიტის” წყვილის პირველ შეხვედრაში პარიზელები დამარცხდნენ

პარიზში, „პარკ დე პრენსზე”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის „პარი სენ-ჟერმენ” „მანჩესტერ სიტის” წყვილის პირველი შეხვედრა დასრულდა

შეხვედრის პირველ ნახევარში ტერიტორიულ უპირატესობას მანჩესტერი ფლობდა, მაგრამ მათ მასპინძელთა კარის აღების შანსი არ ჰქონიათ. სახიფათო მომენტების შექმნით არც პარიზელებს გამოუჩენიათ თავი, თუმცა მე-15 წუთზე ანხელ დი მარიას კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ მარკინოსის თავური დარტყმით გოლის გატანა შეძლო და ტაიმი პარიზელებმა მოიგეს.

შეხვედრის მეორე ნახევარში სიტის ტერირიტორიული უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა. ისინი თანდათან აძლიერებდნენ ზეწოლას და 64-ე წუთზე ბერნარდ სილვას მიერ ჩამოწოდებული ბურთი კევინ დე ბრიუნმა გაგზავნა მასპინძელთა კარში.

71-ე წუთზე „მანჩესტერ სიტი” რიად მაჰრეზის მიერ საჯარიმოდან გატანილი გოლით დაწინაურდა.

77-ე წუთზე იდრისა განა გუიე გააძევეს, 10 კაცით დარჩენილმა პარიზელებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ შეძლეს და დამარცხდნენ 1:2

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...