ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები გამოვლინდნენ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირების ბოლო სათამაშო დღე იყო.

თექვსმეტიდან ერთადერთი დარჩენილი საგზურის ბედი კიევში წყდებოდა, სადაც უკრაინელთა დონეცკის “შახტარი” ფრანგების ლიონის “ოლიმპიკს” ხვდებოდა. ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის და მერვედფინალში თამაშის უფლების მოპოვებისთვის ფრანგებს ფრეც აძლევდა ხელს, უკრაინელებს კი მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდათ. დონეცკელები პირველ ტაიმში ჟუნიორ მორაესის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ნაბილ ფეკირმა საპასუხო გოლი გაიტანა და ლიონელები მერვედფინალში გავიდნენ.

დღესვე უნდა გარკვეულიყო იმ გუნდის ვინაობა, რომელიც G ჯგუფიდან უეფას ლიგაზე სათამაშოდ გადაინაცვლებდა. მოსკოვის “ცსკა”მ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა მადრიდში “რეალთან”, მაგრამ იმარჯვეს ჩეხეთის “ვიქტორია” პლზენის ფეხბურთელებმაც. მათ საკუთარ მინდორზე 2:1 სძლიეს “რომის “რომას”, პირად შეხვედრებში უპირატესობის წყალობით ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და ევროპის ლიგაზე ბრძოლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს.

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალიდან ბრძოლას გააგრძელებენ:
დორტმუნდის “ბორუსია”, მადრიდის “ატლეტიკო”, ბარსელონას “ბარსელონა”, ლონდონის “ტოტენჰემ ჰოტსპური”, პარიზის “სენ-ჟერმენი”, ლივერპულის “ლივერპული, პორტუს “პორტუ”, მიუნხენის “ბაიერნი”, ამსტერდამის “აიაქსი”, მანჩესტერის “მანჩესტერ სიტი”, ლიონის “ოლიმპიკი”, მადრიდის “რეალი”, რომის “რომა”, ტურინის “იუვენტუსი და მანჩესტერის “მანჩესტერ იუნაიტედი”

ჯგუფებში მესამე ადგილებზე გავიდნენ და ევროპის ლიგაზე ევროპის ლიგის 12 ჯგუფში გამარჯვებულ 24 გუნდთან ერთად მეთქვსმეტედფინალიდან გააგრძელებენ ასპარეზობას:
ბიუგეს “ბრიუგე”, მილანის “ინტერნაციონალი”, ნაპოლის “ნაპოლი, სტამბულის “გალათასარაი”, ლისაბონის “ბენფიკა”, დონეცკის “შახტარი” და პლზენის “ვიქტორია”

ევროპა ლიგის ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურის მატჩები 13 და 14 დეკემბერს გაიმართება.

17 დეკემბერს მომავალი წყვილების გამოსავლენად კენჭისყრა
ჩატარდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის და ევროპის ლიგის გათამაშების მეთქვსმეტედფინალის მატჩები თებერვალში გაიმართება.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად