ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური წყვილების კენჭისყრა გაიმართა

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა აგვისტოში განახლდება.

ინფორმაცია უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

რეალი / მანჩესტერ სიტი – იუვენტუსი / ლიონი

ლაიფციგი – მადრიდის ატლეტიკო

ბარსელონა/ნაპოლი – მიუნხენის ბაიერნი / ჩელსი

ატალანტა – პსჟ

ნახევარფინალში პირველი მეოთხედფინალური წყვილის გამარჯვებული მესამე მეოთხედფინალური წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. ხოლო მეორე მეოთხედფინალური წყვილის გამარჯვებული მეოთხე მეოთხედფინალური წყვილის გამარჯვებულს.

მეოთხედფინალური სტადიის დაწყებამდე დარჩენილი საპასუხო მერვედფინალური შეხვედრები გაიმართება. მიუნხენის ”ბაიერნი” ”ჩელსის” უმასპინძლებს, ”ბარსელონა” – ”ნაპოლის,” ”მანჩესტერ სიტი” – მადრიდის ”რეალს” და ”იუვენტუსი” – ”ლიონს.” მერვედფინალური შეხვედრების დარჩენილი მატჩემი 7-8 აგვისტოს ჩვეული ფორმატით გაიმართება.

ამის შემდეგ კი მატჩები ლისაბონში გაიმართება და მხოლოდ ერთი მატჩი გამოავლენს გამარჯვებულების ვინაობას. მეოთხედფინალები 12-დან 15 აგვისტომდე გაიმართება, ნახევარფინალები 18 19 აგვისტოს, ხოლო ფინალი 23 აგვისტოს. მეოთხედფინალებიდან მოყოლებული ყველა მატჩი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. ფინალურ მატჩს ასევე ლისაბონი უმასპინძლებს 23 აგვისტოს. ყველა მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად