სატურნირო მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში მეორე ტურის შემდეგ

გუშინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის დარჩენილი ჯგუფების შეხვედრები. ცენტრალური მატჩი F ჯგუფში ბარსელონაში გაიმართა. “კამპ ნოუზე” “ბარსელონამ” მილანის “ინტერს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა.

ანგარიში ლაუტარო მარტინესმა 3-ე წუთზე გახსნა და მილანელებმა პირველი ტაიმი სრულიად დამსახურებულად მოიგეს. მეორე ტაიმში “ბარსელონამ” თამაში შეცვალა და აშკარა და უპირატესობა მოიპოვა. განსაკუთრებულად გაამართლა თამაშში ვიდალის ჩართვამ, რომლის საგოლე გადაცემის შემდეგაც სუარესმა გაათანაბრა, გარდა ამისა პროდუქტიული იყო მოედნის ცენტრში ბურთის ართმევის მხრივაც. მატჩის მიწურულს ლეო მესიმ მაინც მოახერხა ბრწყინვალე სოლო რეიდის განხორციელება და სუარესს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მატჩის 84-ე წუთზე გატანილი გოლით ბარსელონამ 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ამავე ჯგუფში დორტმუნდის “ბორუსიამ” პრაღის “სლავია” დაამარცხა სტუმრად 0:2.

სანახაობრივი მატჩი გაიმართა D ჯგუფშიც. ავსტრიული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს “ლივერპულს” სტუმრობდა. მატჩის 36-ე წუთისთვის ინგლისელები უკვე 3:0-ის იგებდნენ, თუმცა 39-ე წუთიდან 60 წუთამდე ზალცბურგმა სამი გოლის გატანა შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. “ლივერპულმა” მაინც მოიგო, სალაჰის მიერ გატანილი გოლის წყალობით. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა “ბრიუგესა” და “ნაპოლს” შორის 0:0 დასრულდა.

G ჯგუფში “ლიონმა” 0:2 სძლია  “ლაიფციგს”, ხოლო “ზენიტმა” “ბენფიკას” 3:1 მოუგო. H ჯგუფში კი “ლილი” “ჩელსისთან” დამარცხდა 1:2, ხოლო “ვალენსიას” დამაჯერებლად მოუგო “აიაქსმა” 0:3.

გთავაზობთ მეორე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში სატურნირო მდგომარეობას:

A ჯგუფი:

პსჟ 6

ბრიუგე 2

გალათასარაი 1

რეალი 1

 

B ჯგუფი

ბაიერნი 6

ცრვენა ზვეზდა 3

ოლიმპიაკოსი 1

ტოტენჰემი 1

 

C ჯგუფი

მანჩესტერ სიტი 6

შახტარი 3

ზაგრების დინამო 3

ატალანტა 0

 

D ჯგუფი

იუვენტუსი 4

ატლეტიკო 4

ლოკომოტივი 3

ლევერკუზენი 0

 

E ჯგუფი

ნაპოლი 4

ზალცბურგი 3

ლივერპული 3

გენკი 1

 

F ჯგუფი

დორტმუნდი 4

ბარსელონა 4

ინტერი 1

სლავია 1

 

G ჯგუფი

ზენიტი

ბენფიკა

ლიონი

ლაიფციგი

 

H ჯგუფი

აიაქსი 6

ჩელსი 3

ვალენსია 3

ლილი 0

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩები 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება. ფინალს კი სტამბოლი უმასპინძლებს.

მოამზადა: იაგო ნაცვლიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...