ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში „რეალმა” „შახტარი” დაამარცხა, „ინტერმა” კი „შერიფი”

ჩემპიონთა ლიგის A, B, C და D ჯგუფებში მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა

კიევში, „ოლიმპიურზე”, დონეცკის „შახტარმა” მე-2 ტურში სახლში „შერიფთან’ სენსაციურად დამარცხებულ მადრიდის „რეალს” უმასპინძლა და მხოლოდ პირველ ტაიმში შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მეორე ტაიმის 64-ე წუთისთვის ანგარიში უკვე კატასტროფული იყო – 0:4

„შახტარი” – „რეალი” 0:5(0:1)
გოლ 37′ სერგეი კრივცოვი, საკუთარ კარში 0:1, 51′ და 56 ვინისიუს ჟუნიორი 0:2 და 0:3, 65′ როდრიგო 0:4, 90+1′ კარიმ ბენზემა 0:5

მილანში, „ჯუზეპე მეაცაზე”, „ინტერმა” ტირასპოლის „შერიფი” მიიღო და მას პირველი დამარცხება აგემა

„ინტერი” – „შერიფი” (1:0)
გოლები: 34′ ედინ ჯეკო 1:0, 52′ სებასტიენ ტილი 1:1, არტურო ვიდალი 2:1, 67′ სტეფან დე ვრეი 3:1

სამი ტურის შემდეგ A ჯგუფში ასეთი სატურნირო მდგომარეობაა:

„რეალი” – 6
„შერიფი” – 6
„ინტერი” – 4
„შახტარი” – 1

კომენტარები
იტვირთება...