ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში „აიაქსმა” დორტმუნდის „ბორუსიას” 4:0 სძლია

ჩემპიონთა ლიგის A, B, C და D ჯგუფებში მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა

ამსტერდამში, „იოჰან კრუიფ არენაზე” „აიაქსი” დორტმუნდის „ბორუსიას” შეხვდა. ვარაუდი, რომ შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართებოდა, არ გამართლდა. მასპინძლებმა ადვილად შეძლეს ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება

„აიაქსი” – „ბორუსია” 2:0(2:0)
გოლები: 11′ მარკო როისი, საკუთარ კარში 1:0, 25′ დეილი ბლინდი 2:0, 57′ ანტონი 3:0, 72′ სებასტიან ალე 4:0

სტამბოლში, „ბეშიქთაშ პარკზე” ბეშიქთაშს ლისაბონის „სპორტინგი” სტუმრობდა. აუტსაიდერთა შეხვედრაში სტუმრებმა მასპინძლები გაანადგურეს და პლეი ოფში გასვლის შანსები შეინარჩუნეს.

„ბეშიქთაში” – „სპორტინგი” 1:4(1:3)
გოლები: 15′ სებასტიან კოატესი 0:1, 24′ კაილ ლარინი 1:1, 27′ სებასტიან კოეტესი 1:2, 44′ პაბლო სარაბია, პენალტიდან 1:3, 89′ პაულინიუ 1:4

სატურნირო მდგომარეობა C ჯგუფში 3 ტურის შემდეგ:

„აიაქსი” – 9
„ბორუსია” – 6
„სპორტინგი” – 3
„ბეშიქთაში” – 0

კომენტარები
იტვირთება...