ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკო” „ლივერპულთან 2:3 დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის A, B, C და D ჯგუფებში მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა

„ვანდა მეტროპოლიტანოზე” მადრიდის „„ატლეტიკო” „ლივერპულს” მასპინძლობდა. შეხვედრა პირველი წუთებიდანვე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. სტუმრები მე-13 წუთისთვის ორი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებს ფარხმალი არ დაუყრიათ და 34-ე წუთზე ანგარიში უკვე თანაბარი იყო.

შეხვედრის 52-ე წუთზე მსაჯმა გრიზმანი მინდვრიდან გააძევა

მატჩის ბედი შეხვედრის ბოლოსკენ გადაწყდა. 78-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰამედ სალაჰმა გამოიყენა

„ატლეტიკო” – „ლივერპული” (2:2)
გოლები: 8′ მოჰამედ სალაჰი 0:1, 13′ ნაბი კეიტა 0:2, 20′ და 34′ ანტუან გრიზმანი 1:2 და 2:2, 78′ მოჰამედ სალაჰი, თერთმეტმეტრიანიდან 2:3

„დრაგაუზე” „პორტუს” „მილანი” სტუმრობდა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მათ გოლის გატანა 65-ე წუთამდე ვერ შეძლეს. „მილანმა” ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო

„პორტუ” – „მილანი” (0:0)
გოლი: 65′ ლუის დიასი 1:0

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 3 ტურის შემდეგ ასეთი სატურნირო მდგომარეობაა:

„ლივერპული” – 9
„ატლეტიკო” – 4
„პორტუ” – 4
„მილანი” – 0

კომენტარები
იტვირთება...