ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 3 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი” და „მანჩესტერ სიტი” ლიდერობენ

ჩემპიონთა ლიგის A, B, C და D ჯგუფებში მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა

ბრიუგეში, „იან ბრეიდელზე”, „ბრიუგემ”ვერ შეძლო წინა ორ ტურში მიღწეული წარმატებული სვლის შენარჩუნება.

„ბრიუგე” – „მანჩესტერ სიტი” 1:5(0:2)
გოლები: 30′ ჟოაო კანსელუ 0:1, 43′ რიად მაჰრეზი, თერთმეტმეტრიანიდან 0:2, 53′ კაილ უოკერი 0:3, 67′ კოულ პალმერი 0:4, 81′ ჰანს ვანაკენი 1:4, 84′ რიად მაჰრეზი 1;5

„პარკ-დე-პრენსზე” „პარი სენ-ჟერმენი” ლაიპციგის „რასენბალშპორტს” შეხვდა. ლაიპციგელები ბევრს ეცადნენ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ქულის მოპოვებას და პლეი ოფში მოხვედრის შანსის შენარჩუნებას, შეძლეს დასაწყისში გასვებული გოლის გაქვითვა და შემდეგ დაწინაურებაც კი, მაგრამ თამაშის ბოლოსკენ მესამე გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ.

„პარი სენ-ჟერმენი” – „რასენბალშპორტი” 3:2(1:1)
გოლები: 11′ კილიან მბაპე 1:0, 28′ ანდრე სილვა 1:1, 57′ ნორდი მუკიელე 1:2, 67′ და 74′ (პენალტიდან) ლიონელ მესი 2:2 და 2:3.
90+4 წუთზე კილიან მბაპემ პენალტი ააცილა.

სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ:

„პარი სენ-ჟერმენი” – 7
„მანჩესტერ სიტი” – 6
„ბრიუგე” – 4
„რასენბალშპორტი” – 0

კომენტარები
იტვირთება...