ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “ბარსელონა” “ბაიერნთან” სამარცხვინო ანგარიშით დამარცხდა

პორტუგალიაში, ლისაბონის “ეშტადიუ და ლუჟზე” ჩემპიონთა ლიგის მესამე მეოთხედფინალური შეხედრა გაიმართა

თამაშის დაწყებამდე, ალბათ, ცოტა თუ იყო გულშემატკივართა შორის ისეთი, რომელიც რომელიმე გუნდს იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა. ევროთასებზე დღემდე გამართული 10 შეხვედრიდან გერმანელებს 6 გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული, კატალონიელებს კი – მხოლოდ 2. ურთიერთშეხვედრებში გამარჯვების შემდეგ ორჯერ “ბაიერნი” და ორჯერ “ბარსელონა” გახდა თასის მფლობელი.
 

დღევანდელ შეხვედრის დასაწყისშივე გერმანელები დაწინაურდნენ. მიმდინარეობდა შეხვედრის მე-4 წუთი, როდესაც პერიშიჩ-მიულერ-ლევანდოვსკი-მიულერს შორის გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გერმანელები დაწინაურდნენ.

შეხვედრის მე-7 წუთზე საჯარიმოს ცენტრში ლუის სუარესის მიმართულებით ხორდი ალბას მიერ ჩაწოდებული ბურთი დავიდ ალაბამ ჩაჭრა და ბურთი საკუთარი კარის ცხრიანში გაგზავნა – 1:1.
 
22-ე წუთზე სერჟ გნაბრიმ ჩაჭრა სერხი რობერტოს მიერ ნელსონ სემედუსთვის გაკეთებული მოკლე გადაცემა, სწრაფად წავიდა წინ და საჯარიმოს ხაზთან მისულმა მარცხენა კუთხისკენ შეუგდო ბურთი საჯარიმოში ივან პერიშიჩს, რომელმაც მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა შორეულ კუთხეში – 2:1.
 
28-ე წუთზე სერჟ გნაბრიმ თავად გაიტანა გოლი ლეონ გორეცკას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ – 3:1.
 

31-ე წუთზე “ბაიერნმა” მეოთხედ აიღო “ბარსელონას” კარი. გოლი ამჯერადაც გრაბნის მონაწულეობით გავიდა. საჯარიმოს მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მან თავით საჯარიმოს მარჯვენა ფლაგისკენ გადაუგდო იუზუა კიმიხს, მის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე კი თომას მიულერმა დაასწრო მცველებს – 4:1.

მეორე ნახევრის მე-12 წუთზე მესის შორეული გადაცემა ალბამ მიიღო საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან ახლოს და ცენტრისკენ სუარესს მიაწოდა ბურთი. ამ უკანასკნელმა ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა ჯერომ ბოატენგი და უკვე საჯარიმოში შესულმა ზუსტი დარტყმით შეამცირა ანგარიშში სხვაობა – 2:4.

 

63-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ალფონსო დევისს ვერ შეუშალეს ხელი ბარსელონას მცველებმა. იგი ცენტრთან ახლო დაეუფლა ბურთს, სწრაფად გაიარა მარცხენა ფლანგი, კუთხურის ალამთან ახლოს მყოფი დაიზრა საჯარიმოსკენ გასცდა მცველებს და მეკარის მოედანში მყოფმა ოდნავ უკან, მეკარის მოედნის ცენტრში მყოფ კიმიხს დაუგორა ბურთი. იუზუას გოლის გატანა არ გასჭირვებია – 5:2.

 

82-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ფელიპე კოუტინიო მოუახლოვდა მარცხნიდან მეკარის სათამაშო მოედანს და მის ცენტრში ცარიელი კარის წინ მარტო მყოფ რობერტ ლევანდოვსკის ჩააწოდა პასი. ლევანდოვსკის თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში 6:2 გახდა.
 

85-ე და 89-ე წუთებზე “ბარსელონადან” განათხოვრებულმა კოუტინიომ აიღო ორჯერ მარკ ანდრე დერ შტეგენის კარი, სამი წუთის შემდეგ კი სლოვენიელმა არბიტრმა დამირ სკომინამ შეხვედრა დაასრულა და კატალონიელთა სამარცხვინო ანგარიშით მარცხი დააფიქსირა.

 
ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში “ბაიერნი” მანჩესტერის “მანჩესტერ სიტის” და ლიონის “ოლიმპიკს” შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კიდევ ერთი გერმანული გუნდი, ლაიფციგის “რედ ბული” პარიზის “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად