ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ მანჩესტერი-პსჟ-ს დიდი მატჩით ბრუნდება

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა. დაახოებით ორთვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება, თანაც ყველაზე საინტერესო ეტაპიდან – პლეი ოფიდან.

დღეს თბილისის დროით 00:00 საათზე ფეხბურთის გულშემატკივარი ორ მერვედფინალურ მატჩს ნახავს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მატჩი, რომელიც მანჩესტერში გაიმართება. მანჩერსტერ იუნაიტედი, რომელიც ბოლო პერიოდში საუცხოო ფორმაშია ასევე კარგ ფორმაში მყოფ პარიზულ პსჟ-ს უმასპინძლებს. სტუმრებს ვერ დაეხმარება გუნდის ლიდერი ნეიმარი.

დღის მეორე შეხვედრა იტალიის დედაქალაქში გაიმართება. რომა პორტუგალიურ პორტუს უმასპინძლებს.

ხვალ კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: ამსტერდამის აიაქსი მადრიდის რეალს უმასპინძლებს, ხოლო ლონდონის ტოტენჰემი დორტმუნდის ბორუსიას. მერვედფინალური წყვილის პირველი შეხვედრების კიდევ 4 მატჩი მომდევნო კვირაში გაიმართება. შემდეგ ერთკვირით შესვენება გამოცხადდება, შემდეგი ეტაპის გამსვლელთა ვინაობა კი განმეორებით შეხვედრებში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად