ჩემპიონთა ლიგა 8 აგვისტოს განახლდება, ფინალი კი 23 აგვისტოს ლისაბონში გაიმართება

შვეცარიის ქალაქ ნიონში დღეს გაიმართა UEFA-ს ონლაინ კონფერენცია, სადაც საბოლოდ დაზუსტდა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამართვის განრიგი.

ინფორმაციას ევროპული მედიასაშუალებები ავრცელებენ. UEFA-ს საიტზე ინფორმაცია ჯერ არ განთავსებულა, თუმცა გუშინ UEFA-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ გადაწყვეტილება დღეს 17 ივნისს გახდებოდა ცნობილი.

ჩემპიონთა ლიგის მერვიდფინალური წყვილების განმეორებითი შეხვედრები, რომლებიც პანდემიის გამო აღარ ჩატარდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო, 8 აგვისტოს გაიმართება. ყველა ამ მატჩს მასპინძელი კლუბები უმასპინძლებენ. სულ კი ასეთი 4 მატჩი გაიმართება: ბარსელონა – ნაპოლი, მანჩესტერ სიტი – რეალი, ბაიერნი – ჩელსი და იუვენტუსი – ლიონი.

ამის შემდეგ მეოთხედფინალური მატჩებიდან ფორმატი იცვლება და ის ერთ ქალაქში გაიმართება. ყველა ამ მატჩს პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი უმასპინძლებს და მარჩები 12-15 აგვისტოს გაიმართება. ნახევარფინალები 18-19 აგვისტოს გველოდება, ხოლო ფინალი 23 აგვისტოს შედგება. ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

მსგავსი ფორმატით ჩატარდება უეფას ევროპა ლიგის მატჩებიც, რომლებიც უკვე გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე კი ეროვნული ჩემპიონატები უნდა დასრულდეს.

განახლება: UEFA-მ განცხადება გაავცელა, საიდანაც ირკვევა. რომ ევროპული მედიის გავრცელებულ ინფორმაციაში რამდენიმე არაზუსტი დეტალი გაიპარა. კერძოდ ევროპა ლიგის მატჩები გერმანიაში გაიმართება, მაგრამ არა ფრანკფურტში. გათამაშებას უმასპინძლებს გერმანიის შემდეგი ქალაქები: კიოლნი, დიუსელდორფი, დუისბურგი და გელზენკირხენი. მატჩები 10-დან 21 აგვისტომდე გაიმართება. ფინალს კიოლნი უმასპინძლებს.

ერთი დეტალი გაიპარა ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებითაც. მედიის ინფორმაციაში საუბარი იყო, რომ მერვედფინალური დარჩენილი ოთხ შეხვედრას მასპინძელი ქალაქები უმასპინძლებენ, თუმცა UEFA-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას ან მასპინძელი ქალაქები უმასპინძლებს, ან ეს მატჩებიც პორტუგალიაში გაიმართება და მატჩები არა 8 აგვისტოს, არამედ 7-8 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად