#ჩემიმხარდაჭერაჩემპიონს – გენო პეტრიაშვილი ლაშა ტალახაძეს მხარდაჭერას უცხადებს

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

„მოგესალმებით მეგობრებო, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ქართველების გახლეჩა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.
ჩვენ ყველანი ერთნი ვართ!
ლაშა ტალახაძე უკეთილშობილესი, უვაჟკაცესი და მისაბაძი ქართველია. არ შეიძლება, მას ვინმემ რამე კადროს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერის გამო!
#ჩემიმხარდაჭერაჩემპიონს
ლაშა, შენისთანა ქართველები გვიმრავლოს,“- წერს მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა.

ლაშა ტალახაძე საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სარეკლამო ვიდეორგოლში გამოჩნდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი რეაქცია შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად