“ჩემი თავისუფლება დღეს აჭარის ტელევიზიის თავისუფლებაზე გადის” – აქცია ქუთაისში

“ჩემი თავისუფლება დღეს აჭარის ტელევიზიის თავისუფლებაზე გადის” – ამ სლოგანით ქუთაისში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერებისა და ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია გამართეს და მაუწყებელზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტები გააპროტესტეს.

“სწორედ საზოგადოების მხარდაჭერაა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის დასაცავათ”-აღინიშნეს აქციაზე.

კომენტარები
იტვირთება...