“ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა” – ერთთვიანი კომის შემდეგ 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ბოლნისის მკვიდრი 13 წლის ისმაილ ბადალოვი ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მამამ “რუსთავი 2”-თან განაცხადა, ბავშვი სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფოს მიერ გაკეთებული ნემსის შემდეგ კი კომაში ჩავარდა.

“ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა, ტიროდა რომ თავი სტკიოდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, ნემსის გაკეთების შემდეგ კი ის კომაში ჩავარდა, ამ დგომარეობაში ის სავადმყოფოში გადავიყვანეთ, ექიმების დასკვნით მისი მდგომარეობა თავის არეში მიყენებული ტრავმის შედეგი იყო, პოლიციამ იცის ამის შესახებ. ისინი ურეკავდნენ ექიმებს და ეკითხებოდნენ, ხომ არ იყო მისი მდგომარეობა მაღალი წნევის ან რაიმე სხვა მიზეზით გამოწვეული. დღეს ყველა დამნაშავე თავისუფალია, მეუბნებიან რომ ასაკის გამო მათი დაკავების უფლება არ აქვთ, მაგრამ მე მინდა რომ დამნაშავეები დაისაჯონ”, – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად