“ჩემი შეხედულებები ემთხვევა “ქართული ოცნების” პროგრამას და არა “ნაცმოძრაობისას”

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები ემთხვევა არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას.

როგორც პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, მისი ყველა გამოსვლის, ვეტოს, პოზიციის ამოსავალი არის ის დოკუმენტი, რომელზეც პასუხისმგებლობა ყველამ ერთად აიღო.

კითხვაზე ხომ არ გადაუხვია „ქართულმა ოცნებამ“ ამ დოკუმენტს, პრეზიდენტი უპასუხოდ ტოვებს და ამბობს, რომ ამ დოკუმენტისთვის არ გადაუხვევია მას.

„ამ დოკუმენტის პათოსით ვიღებდით კანონს მოსმენების შესახებ. მე არ მივიღე ის ვერსია, რომელიც მიუღებელი იყო ქართველი ხალხისთვის. ჩვენ წელიწადნახევრის წინ ერთად ვიდექით ამ მოთხოვნით და ერთად ვამბობდით, რომ მოსმენები მიუღებელია. მსურდა, ისეთი კანონი მიგვეღო, რომელსაც გაიზიარებდა ქართველი საზოგადოება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...