“ჩემი ქალაქი მკლავს”- თბილისის მერიასთნ აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხილული კვამლი გახდეს დასჯადი. ამასთანავე მათი მოთხოვნაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად განახლდეს.

“ჩვენი მოთხოვნებია ჩანაცვლდეს ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახლით. ავოტბუსებზე ვიცით რომ ნაცვლდება, სამარშუტოტაქსები ჩანაცვლდეს სასწრაფოდ ახლით.

ასევე, დაემატოს გარკვეული რაოდენობის ავტობუსები ჩვენს ქალაქს. ხილული კვამლი გახდეს დაჯარიმებადი. შემოწმდეს საწვავის ხარისხი”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...