„ჩემი მეზობელი ბერნი“ – როგორ გახდა ბერნი სანდერსის ფოტო სოციალური ქსელების ახალი მიმი

20 იანვარს, ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ინაუგურაციას 79 წლის ამერიკელი პოლიტიკოსი და სენატორი ვერმონტიდან, ბერნი სანდერსი ესწრებოდა. საზეიმოდ ჩაცმული სტუმრების ბრწყინვალებისგან იგი გამოირჩეოდა ჩვეულებრივი სამოსით – თბილი პიჯაკითა და ხელთათმანებით, რამაც სოციალური ქსელების მომხმარებლები გაამხიარულა.

სავარძელზე მარტომჯდომი, ხელებ და ფეხებ გადაჯვარედინებული სანდერსის ფოტო ახალ მიმად იქცა.

მომხმარებლებმა პოლიტიკოსის ფოტო სხვადასხვა კონტექსტში ჩასვეს – ცნობილი ფილმებიდან და სერიალებიდან დაწყებული ისტორიული ფოტოებით დამთავრებული.

ასე რომ, სოციალური ქსელების წყალობით, ბერნი სანდერსი გახდა შურისმაძიებლის გუნდის წევრი და შეუერთდა ფილმების გმირებს “ბეჭდების მბრძანებლის” სერიიდან.

Твит с Берни и Мстителями

Твит с Берни и героями Властелина колец

ბერნი “ჰარი პოტერის” ფილმების სერიის ერთ-ერთ სცენაშიც გამოჩნდა.

Берни и пожиратели смерти

 

ის ასევე იყო ტომ ჰენქსის პერსონაჟის თანამოსაუბრე ფილმში “ფორესტ გამპი”.

Берни и Форрест

“ჩემი მეზობელი ბერნი”, ხუმრობს “ტვიტერის” მომხმარებელი და კომენტარს აკეთებს ანიმედან “ჩემი მეზობელი ტოტორო”.

Берни и Тоторо

ახალი სამანტა?
თავიანთი მუშაობის დროს, სოციალური მედიის მომხმარებლებს არ დაუვიწყებიათ სატელევიზიო შოუები. სხვადასხვა მიმებში ბერნიმ შეცვალა სამანტა სერიალიდან “სექსი დიდ ქალაქში”.

Берни вместо Саманты

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად