“ჩემი კარიერის დასასრული”: ალენ დელონი კანის კინოფესტივალზე დაჯილდოებისას ატირდა (ვიდეო)

ფრანგი მსახიობი, 83 წლის ალენ დელონი კანის 72-ე კინოფესტივალზე კინემატოგრაფიაში შეტანილი პირადი წვლილისთვის საპატიო “ოქროს პალმის რტოთ” დაჯილდოვდა. დაჯილდოების შემდეგ, მან სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა.

“მიმძიმს ამის თქმა მაგრამ, გემშვიდოდებით, ეს კარიერის დასასრული არაა, ეს ცხოვრების დასასრულია და თუ ვარსკვლავი ვარ, ეს მხოლოდ ხალხის, ჩემი ფილმების მაყურებლების დამსახურებაა და სხვისი არავისი”, -განაცხადა ალენ დელონმა.

როგორც ცნობილია, კანის კინოფესტივალი გახსნამდე მედიისა და საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ფემინისტები მსახიობს ანტისემიტიზმში, სექსისტურ და ჰომოფობიურ განცხადებებში ადანაშაულებდნენ.

მას შემდეგ, რაც 17 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალენ დელონს დააჯილდოვებდნენ, ორგანიზაცია „ქალები და ჰოლივუდი“ დამფუძნებელმა, მელისა სილვერსტეინმა განაცხადა, რომ “ძალიან იმედგაცრუებული იყო”. როგორც ის საკუთარ Twitter- ზე წერდა, ალენ დელონმა “საჯაროდ აღიარა, რომ ქალებს სცემდა. მისი თქმით, მსახიობი რასიზმისა და ანტისემიტზმის შემცველ ეროვნულ ფრონტს შეუერთდა და განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობას ეწინააღმდეგება”. სილვერსტეინი მიიჩნევდა, რომ კანის ფესტივალმა ასეთ „ამაზრზენ ფასეულობებს“ მხარი არ უნდა დაუჭიროს.
თუმცა, როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, ალენ დელონი ლეგენდარული მსახიობი და კანის კინოფესტივალის ისტორიის ნაწილია.

“ჟან-პოლ ბელმანოს და ჟან-პიერ ლეოს შემდეგ, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი საკულტო მსახიობის დაჯილდოება, როგორიც ალენ დელონია”, – ნათქვამია განცხადებაში.

თავად ალენ დელონს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

2015 წელს, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ “ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მათ მიერ შვილების აყვანას მხარს არ უჭერს”.

რაც შეეხება „ეროვნულ ფრონტს“, ალენ დელონმა აღიარა, რომ იგი პარტიის დამფუძნებლის, ჟან-მარი ლე პენის მეგობარი იყო, რომელსაც ომის დროს შეხვდა, სანამ ლე პენი პოლიტიკურ კარიერას დაიწყებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...