“ჩელსი” ლონდონში “ბაიერნთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3

ლონდონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი გაიმართა

“ჩელსი” მიუნხენის “ბაიერნს” მასპინძლობდა. მთელი თამაშის განმავლობაში გერმანელები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ინგლისელები კი იშვიათად ახერხებდნენ შეტევაზე გადასვლას და სტუმრებისთვის პრობლემების შექმნას.

შეხვედრის პირველი ნახევარი უშედეგოდ დასრულდა, მეორე ნახევრის დაწყებიდან 10 წუთში კი ინტრიგა მოკვდა. სერჟ გნაბრის მიერ 51-ე და 54-ე წუთებზე გატანილი გოლების შემდეგ მატჩის ბედი ფაქტიურად გადაწყდა. ორივე შემთხვევაში გნარის ასისტენტობას ლევანდოვსკი უწევდა.

მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ლევანდოვსკიმ თავადაც მოახერხა გოლის გატანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

განმეორებით მატჩის წინ “ჩელსის” მეოთხედფინალში გასვლის შანსები ნულთან ახლოსაა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად