ჩეხეთში, შრომის მინისტრმა პრემიერს იდიოტი ეძახა, ეგონა რომ კამერა არ იღებდა

ჩეხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური სკანდალი ატყდა ვიდეოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რომელშიც შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა იანა მალაჩოვამ პრემიერ მინისტრ ანდრეი ბაბისს კამერის წინ იდიოტი უწოდა. ვიდეო, რომელმაც საზოგადოებაში აქტიური დისკუსია გამოიწვია, გამოაქვეყნა ჩეხეთის ტელევიზიამ.

“ბაბიშმა არეულობა წამოიწყო. ეს იდიოტია, უკაცრავად, ბოდიში, მადლობა, ნახვამდის”, – თქვა მალაჩოვამ და წავიდა, მას ეგონა, რომ კამერა გამორთული იყო.

შრომის მინისტრის განცხადებამ სოციალურ ქსელებში გამოიწვია დისკუსია: რომელი უარესია – თავად მალაჩოვას სიტყვები, თუ ჩეხეთის ტელევიზიის მიერ მისი განცხადების გამოქვეყნება.

თავად მინისტრმა განმარტა, რომ ეს ემოციების გამო მოხდა.

“როდესაც შენ დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, ემოციურობის გარეშე მათ უბრალოდ ვერ შეასრულებ, მე რობოტი არ ვარ. ჩვენ პანდემიის მეორე ტალღის შუაში ვართ და ჩემი პრიორიტეტი ამ უპრეცედენტო პრობლემების მოგვარებაა და არა მხოლოდ ერთი განცხადების”, – განმარტა მალაჩოვამ.

პრემიერ მინისტრ ანდრეი ბაბიშს ჯერ არ უპასუხია ჟურნალისტებისთვის, თუ როგორ აფასებს იგი მისი მთავრობის წევრის ქმედებებს.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთში კორონავირუსული მდგომარეობა საკმაოდ რთულია. 17 ოქტომბერს ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დღეში: დაავადება დადასტურდა 11 105 პაციენტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად