ჩეხეთში საფეხბურთო ჩემპიონატი 23 მაისს, ცარიელი ტრიბუნებით განახლდება

ჩეხეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსული პანდემიის გამო მარტის შუა რიცხვებში შეწყდა, განახლდება 23 მაისს. ამის შესახებ ინფორმაცია Fortune League-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჩემპიონატი განახლდება 25-ე ტურის მატჩით, Teplice-სა და Liberec- ს შორის. თუმცა, ყველა შეხვედრა ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება.

ჩეხეთის ჩემპიონატის უძლიერეს დივიზიონში რჩება ექვსი ტურის და პლეი-ოფის ჩატარება. ჩემპიონატი 15 ივლისისთვის უნდა დასრულდეს.

აქამდე, საფეხბურთო ჩემპიონატის მალე განახლების შესახებ აგრეთვე განაცხადა გერმანიმ, სერბეთმა და ბულგარეთმა. გერმანიის ჩემპიონატის პაუზა 16 მაისს დასრულდება, სერბეთის – 30 მაისს, პორტუგალიის – 4 ივნისს, ხოლო ბულგარეთის – 5 ივნისს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად