ჩეხეთში, საავადმყოფოში მომხდარ სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში, უნივერსიტეტის საავადმყოფოში სროლა მოხდა. ამის შესახებ იქაური პოლიცია იუწყება.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სროლის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, ხოლო ორი მძიმედ არის დაჭრილი.

პოლიციამ მსროლელის დაკავება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. ადგილზე მობილიზებულია სპეცნაზი და პოლიციის ვერტმფრენი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად